Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ყველა რევოლუციურ-გადატრიალების მცდელობა ჩავარდა – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 13/06/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

გახსოვთ ალბათ, ბაკურიანის ცნობილი შეკრება. შეკრება, სადაც ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ ცნობილი ამერიკელი ავანტიურისტის,აწ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში წასული აკერმანის ხელმძღვანელობით. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ის პიტერ აკერმანი გახლდათ, რომლის ორგანიზაციის ხელშეწყობით, მოხდა თავის დროზე ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხათუნა ხოფერიას სტატუსზე, რომელიც 6-8 აპრილს ბაკურიანის Rooms Kokhta-ში შეხვედრას ეხმიანება.

„გახსოვთ ალბათ, ბაკურიანის ცნობილი შეკრება. შეკრება, სადაც ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ ცნობილი ამერიკელი ავანტიურისტის,აწ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში წასული აკერმანის ხელმძღვანელობით. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ის პიტერ აკერმანი გახლდათ, რომლის ორგანიზაციის ხელშეწყობით, მოხდა თავის დროზე ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა.

ტრენინგზე მონაწილე, რადიკალების შემადგენლობას და მათ დაუოკებელ სურვილს ხელისუფლების შეცვლაზე, ასევე საეჭვოდ ემატება უკრაინაში მებრძოლ ზოგიერთი ქართველის დაუფარავი განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ამ ხელისუფლებასაც მოუტრიალდებიან. ასევე საინტერესოა, რომ საქართველოში უკიდურესად შავბნელი სურათის დასახატავად, ჯერ აქციების დასაანონსებლად და მერე რევოლუციის აუცილებლობისთვის, რადიკალურ ძალებს პრაქტიკულად ზედ სულზე მოუსწრო ევროპარლამენტის ე.წ. რეზოლუციამ, თუმცა პირიქით კი მოხდა რადიკალების შავ-ბნელი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტი-ევროპული სურვილები სააშკარაოზე გამოიტანა. ყველა რევოლუციურ-გადატრიალების მცდელობა, ჩავარდა საქართველოში-ქართველ ხალხს არ სურს, არც არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოში და არც ნაციონალების მობრუნება ხელისუფლებაში-ჩავარდება ეს მცდელობაც, და რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაფარჩაკდება !“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს აიგივებს სააკაშვილთან, გვარამიასთან და ნაცმოძრაობის სხვა სუბიექტებთან, კრიმინალებთან და დამნაშავე ადამიანებთან, ეს მიუღებელი, გაუგებარი და გულდასაწყვეტია
Next: მიუხედავად იმისა, თუ რა გაშმაგებით იბრძვის ეს საერთაშორისო “მეტასტაზა” ხან ჩვენი ომში ჩათრევის, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზით – ეს გზა ჩვენთვის არის გამორიცხული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025