Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი არის საქართველოს ისტორიაში სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი

მარშალ პრესი 12/03/2025
ilia injia

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები„ წევრი ილია ინჯია მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

როგორც ინჯია ფეისბუქზე წერს, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მორიგი განაჩენი 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში და იმის დასტური, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ლიდერები არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობებისგან.

დღეს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისკენ ისწრაფვის, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

2003-2012 წლების რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადიოდნენ სისტემურ დანაშაულს, რაზეც ქართველმა ხალხმა არაერთხელ სამართლიანი და ლოგიკური პასუხი გასცა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება“, – წერს ვიცე-სპიკერი ილია ინჯია.

Post navigation

Previous: ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა
Next: ლორა თორნტონი უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონგრანტად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად არ მოხდეს ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.