Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აი ასეთი ბელადი და ლიდერი ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას, აი ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსთეითი

მარშალ პრესი 12/03/2025
LADO BOJADZE

ელიტარული კორუფციული სისტემის შემოქმედმა და სიმბოლომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009-2013 წლებში 20 000 000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაწერილი. ამის პარალელურად, 2009 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა კორუფციული სქემა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, საიდუმლო ხარჯებიდან დაიწყო თანხების გადახდა მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 2009-2013 წლებში ღია და ფარული ხარჯებით, ჯამში 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა კორუმპირებულმა ექსპრეზიდენტმა, სწორედ ასეთი ბელადი და ლიდერი ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას და ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსთეითი. „ელიტარული კორუფციული სისტემის შემოქმედმა და სიმბოლომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009-2013 წლებში 20 000 000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაწერილი.

ამის პარალელურად, 2009 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა კორუფციული სქემა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, საიდუმლო ხარჯებიდან დაიწყო თანხების გადახდა მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის. 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის სურვილების ასასრულებლად, დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. 2009-2013 წლებში ღია და ფარული ხარჯებით, ჯამში 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა კორუმპირებულმა სააკაშვილმა, აი ასეთი ბელადი და ლიდერი ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას, აი ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსტეიტი,“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Post navigation

Previous: სააკაშვილის პირადი კომფორტისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ 024 367 ლარი – ჩამონათვალი
Next: ლორა თორნტონს აქამდე არაფერი არ გამოუვიდა და არც ამ ახალი დირექტივებით გამოუვა რამე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.