IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ამსტერდამიდან საქართველოში დაბრუნებული 8 პირი შეიყვანეს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

„გუშინ ამსტერდამიდან დაბრუნებული 8 პირი, ჩვენს „ცხელების ცენტრში“ პირდაპირ აეროპორტიდან გადმოიყვანეს, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდა. რვავეს ავუღეთ ბიოლოგიური მასალა და გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ, პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პაპუნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 8 საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება