Skip to content
11/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხალხის ფულის მიმტაცებელ ავაზაკ სააკაშვილს მორიგი სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს – ცხრაწლიანი პატიმრობა ელიტურ კორუფციაზე და არა ე.წ. “პიჯაკებზე” – სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცებით იღებდა ფუფუნებრივ კომფორტს

მარშალ პრესი 12/03/2025
gia abashidze

ხალხის ფულის მიმტაცებელ ავაზაკ სააკაშვილს მორიგი სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს – ცხრაწლიანი პატიმრობა ელიტურ კორუფციაზე და არა ე.წ. “პიჯაკებზე”. ამ სამარცხვინო ნაცგზავნილმაც არ იმუშავა, რადგან გაუმაძღარი სააკაშვილიც ვერ შეიძენდა 9 მილიონი ლარის ოდენობის კოსტიუმებს, ნამეტანია,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, წერს სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, საქმეში მყარი მტკიცებულებები აჩვენებენ, რომ უსამშობლო მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცებით იღებდა ფუფუნებრივ კომფორტს, ხელგაშლილად ანებივრებდა მის ახლო გარემოცვას ძვირფასეულობებით, უძვირესი საზღვარგარეთული არდადეგებით, კოსმეტიკური პროცედურებით და ა.შ.

„ხალხის ფულის მიმტაცებელ ავაზაკ სააკაშვილს მორიგი სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს – ცხრაწლიანი პატიმრობა ელიტურ კორუფციაზე და არა ე.წ. “პიჯაკებზე”. ამ სამარცხვინო ნაცგზავნილმაც არ იმუშავა, რადგან გაუმაძღარი სააკაშვილიც ვერ შეიძენდა 9 მილიონი ლარის ოდენობის კოსტიუმებს, ნამეტანია. რეალურად, საქმეში მყარი მტკიცებულებები აჩვენებენ, რომ უსამშობლო მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიტაცებით იღებდა ფუფუნებრივ კომფორტს, ხელგაშლილად ანებივრებდა მის ახლო გარემოცვას ძვირფასეულობებით, უძვირესი საზღვარგარეთული არდადეგებით, კოსმეტიკური პროცედურებით და ა.შ.

სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 12 მარტის ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. ანუ საპატიმროში ყოფნის 3,5-წლიანი ვადა გამოაკლდება 9 წელს და მივიღებთ ხუთნახევარ წელს, რომელსაც კრიმინალი ექს-პრეზიდენტი გაატარებს გისოსებს მიღა.
მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვრა 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, თემურ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა – მას 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა,“- წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: 9 წელი მიესაჯა სააკაშვილს – მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებსა და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ
Next: 2009 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისი მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025