Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

რასაც ქუჩებში გაჰყვირიან მიშა სააკაშვილის მომხრეები : “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა” აღსრულდა. მათ ბელადს, 9 მილიონიანი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მარშალ პრესი 12/03/2025
edisher gvenetadze

პოლიტოლოგი, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლითაც ცნობილი იქნა, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ექსპერტის თქმით, დიდი ალბათობით, მიშასავე ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით დაფინანსებული ევრობიუროკრატი მექრთამე-ლობისტებისაგან წამოვა ახლა საპროტესტო ფირმანები ლოზუნგით: “გაათავისუფლეთ დემოკრატიის მზეთუნახავი შუქურაო”.

„რასაც აგერ ნოემბრიდან მოყოლებული ქუჩებში გაჰყვირიან მიშა სააკაშვილის მომხრეები : “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა” აღსრულდა. მათ ბელადს, 9 მილიონიანი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დიდი ალბათობით, მიშასავე ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით დაფინანსებული ევრობიუროკრატი მექრთამე-ლობისტებისაგან წამოვა ახლა საპროტესტო ფირმანები ლოზუნგით: “გაათავისუფლეთ დემოკრატიის მზეთუნახავი შუქურაო”.

მაგრამ პასუხი მტკიცე და შეუვალი აქვს ქართულ თემიდას. ვინაიდან თავად მიშასვე მომხრეების მოთხოვნის: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა” აღსრულება მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით.

მართლაც ძვირი დაუჯდა ყოფილ პრეზიდენტს პრეზიდენტობისას დოქტორ დოტთან, ქსენიასთან, ლიზასთან, სოფოსთან…ბიუჯეტის ხარჯებით გრიალ-სიამოვნება, როგორც ფულადი თანხებით ისე სამართლებრივად.“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა – სინამდვილეში, “დიფ სთეითის” მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად
Next: აშშ-მ წერტილი დაუსვა კონსპიროლოგიურ თეორიებს, რომ უკრაინის ტრაგედიის დასრულებაში ის თითქოს და “რუსეთის პოზიციებიდან” მოქმედებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.