IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მე არასდროს არ მქონია პრორუსული ორიენტაცია, მაგრამ ამას ყოველთვის კარგად იყენებდნენ ჩემი ოპონენტები შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით. რას ნიშნავს პრორუსული ორიენტაცია? ვერავინ, ვერასდროს ვერ მოიყვანს ჩემ ვერცერთ გამონათქვამს, რომელიც შეიძლება იყოს პრორუსული და არა პროქართული”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რადიო “ჯორჯიან თაიმსი”-ს ეთერში ჩართვისას.

“თუ ახლა პრორუსულობას ვარქმევთ იმას, როდესაც ვამბობ, რომ ყველას უნდა დაველაპარაკოთ და მათ შორის რუსეთს იმიტომ, რომ ის ჩვენი მეზობელია და მასთან ყველაზე დიდი პრობლემები გვაქვს, მაშინ, მერკელი, მაკრონი, ტრამპი, ობამა, ყველანი პრორუსულები ყოფილან, რადგან ყველა ელაპარაკება, ბაიდენიც კი, რომელმაც უმწვავესი განცხადებები გააკეთა პუტინთან მიმართებაში, მეორე წინადადებაში ამბობს, რომ მათ უნდა ველაპარაკოთო”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში “დროული დიალოგი”.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება