Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაუგონარი ხოცვა-ჟლეტაა სირიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილიდან არა ეს საშინელება, არამედ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ ქართული კანონი დაგმეს

მარშალ პრესი 11/03/2025
eka sepashvili

„ასეთი გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს სირიაში და ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ან ევროპიდან თუ გახსოვთ, რომ ეს დაეგმოთ? უფრო მეტიც, ამ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება მიმდინარეობს, რატომღაც მოიცალეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ასანქცირებენ, გაუგონარი მიზეზებით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე ზეწოლა ამ ეტაპზე უკვე ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილისგან მიმდინარეობს, რომელიც „დიფ სთეითს“ შემორჩა.

„საქართველოს პარლამენტარების დასანქცირებაზე მეტი საქმე არ აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილის წარმომადგენლებს თუ ევროპელ ბიუროკრატებს? საკუთარი ქვეყნების განვითარებაზე არ ზრუნავენ? თუ რუსეთის აგრესიის ეშინიათ, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იზრუნონ. ან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი რომ გაიზარდა და იმაზე მეტი ღვინო შეაქვთ, ვიდრე საქართველოს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, მათგან განსხვავებით, ამ პრობლემებს ებრძოლონ.

ამის ნაცვლად კი, ცოტა ხნის წინ ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონს გმობენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მორალის დაცვისა და საზოგადოებაში ზნეობის განმტკიცებისკენ არის მიმართული, რასაც უკვე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ქადაგებს. შესაბამისად, საქართველოზე ზეწოლა ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილისგან, რომელიც „დიფ სთეითს“ შემორჩა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა
Next: ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველოზე, როგორც ტრანზიტის კვანძზე გავლენა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათ სჭირდებათ, რომ საქართველოში მათი გავლენის გამტარებელი პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.