IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციაშია დაბარებული, რადგან ვახო სანაიამ უჩივლა.

“დიღმის მასივიდან გამომძიებელმა დამირეკა აუცილებლად უნდა მობრძანდეთ გამოკითხვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურას გადავცემთ თქვენს საქმეს გამოუცხადებლობის გამოო….

საქმე კი იმაშა, რომ ვახო სანაიამ მიჩივლა ჩემზე ზეწოლას ახორციელებდა ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი, პირადი მიმოწერის საშუალებითო!

მიმოწერის სქრინებიც წარუდგენია, სადაც ვწერ, რომ ვგმობ მომხდარს! ,,კარგად დაფიქრდი, შენ არც ის ბეგრაუნდი გაქვს და არც ინტელექტუალური ბაზა, როგორიც შენ ძმა გიორგის ჰქონდა და მასების მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათქო,,

ისიც მივწერე, მტერს ნუ გაიმრავლებ, აკმარე შენს ოჯახს უბედურებათქოო!
ეს მიმოწერა ცემატყეპიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა! ახლა თქვენ შეაფასეთ სანაიას საქციელს რა ჰქვია?”- წერს ირინა გოგოსაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება