Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ ლიდერად წარმოვიდგინო პროცესის, რომლის ქვეშაც პლატფორმები უნდა კეთდებოდეს – ეს ჩემი პოზიციაა და არა კოალიციის, თუ პროცესებმა ასეთი სახე მიიღო, მე იქ არ ვიქნები

მარშალ პრესი 11/03/2025
cotne tsotne koberidze

სალომე ზურაბიშვილმა აიღო პასუხისმგებლობა და ვინ როგორ აფასებს, ისე შეაფასოს, ჩემთვის იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ პროცესის ლიდერად წარმოვიდგინო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ცოტნე კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

კობერიძე განმარტავს, რომ ვერ წარმოუდგენია თავი ერთობაში, რომელსაც კოორდინაციას სალომე ზურაბიშვილი გაუწევს, თუმცა დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი პოზიციაა და არა კოალიციის ან მისი პარტიის, შესაბამისად, კობერიძე აღნიშნავს, რომ თუ პროცესებმა მსგავსი სახე მიიღო, „იქ არ იქნება“.

კობერიძის განმარტებით, მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციური ერთობის ლიდერად ვერ წარმოუდგენია, რადგან, როცა აქციებს ყველაზე რადიკალური ფორმა ჰქონდა მიღებული, ის ახალგაზრდების გვერდით არ იყო.

“თუ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით პოლიტიკურმა სპექტრმა რაღაც კონფიგურაციის სახე მიიღო და ამ ერთობის ლიდერი არის ის, თუ ამის იმედად გრძელდება ეს პროცესი, ჩავთვლი, რომ ეს დროში გაწელვის ერთ-ერთი ფორმაა.

მე არ მგონია, პროცესის ლიდერად მივიჩნიო ადამიანი, რომელიც, როცა ყველაზე რადიკალური ფორმა ჰქონდა აქციებს მიღებული, რომელიც ყველაზე მეტად მგონია, რომ ხელისუფლებას წნეხში ახვედრებდა, ჩემს გვერდით არ ყოფილა, როცა გამიხედავს. მე არ მგონია, რომ იმ სხვა პოლიტიკოსებში უნდა ეძიო ლიდერი და არა იმაში, ვინც, მაგალითად, გადაკეტვის დროს, “ქართულმა ოცნებამ” რომ დაიმუქრა და ჩემს გვერდით 18-20 წლის ახალგაზრდები იყვნენ. მათ ლიდერად, ჩემს ლიდერად ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც იქ არ ყოფილა. არ არის ბუნებრივი, მე ამას არ მივიღებ და, შესაბამისად, ამ პოზიციაზე ვრჩები.

მან აიღო ეს პასუხისმგებლობა და ვინც როგორ აფასებს, ისე შეაფასოს, როგორ ართმევს ამ პასუხისმგებლობას თავს, ჩემთვის იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ ამ პროცესის მსგავს ლიდერად წარმოვიდგინო, რომლის ქვეშაც პლატფორმები უნდა კეთდებოდეს და მას აღიარებდეს ლიდერად, ჩემი აზრით, ეს სწორი არ არის. ეს ჩემი, როგორც ცოტნეს პოზიციაა და არა როგორც კოალიციის ან როგორც “გირჩის”. მე ჩემს სიტყვას უკან არ წავიღებ, თუ პროცესებმა ასეთი სახე მიიღო, მე იქ არ ვიქნები”, – განაცხადა კობერიძემ

Post navigation

Previous: რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში – ჯერ არჩევნების შედეგები სასამართლოს გააუქმებინეს, რადგან მათ მიერ არაკონტროლირებადმა ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და საბოლოოდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
Next: ხომ შეიძლება “დიფ სთეითის” ეგიდით მსოფლიოში განვითარებულ ამა თუ იმ სიმახინჯეს და დანაშაულს თბილისური აგენტურა ან გაემიჯნოს, ან “თანაზიარებისაგან” თავი შეიკავოს, მაგრამ “ნურას უკაცრავად”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.