მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

2021 წლის 7 აპრილს, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის. „დღეს ვესაუბრე დავით ზალკალიანს და მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენს საზღვრებთან განხორციელებული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ. მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ უკრაინის მიმართ საერთაშორისო კონსოლიდაციის მიმართულებით,“ – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიმართვაში. კომენტარის დატოვება