IMG.GE ___________________________________ IMG.GE

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა სოფელ ყარაფილაში საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს FACEBOOK გვერდზე ვკითხულობთ.

ამერიკის მთავრობა აგრძელებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მხარდაჭერას. დღეს შიდა ქართლის სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობის დასაწყებად ელჩი კელი დეგნანი და გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მესაკუთრეებს შეუერთდნენ საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში. ამ ადგილობრივ ბიზნესს USAID/Georgia და სტარტაპ საქართველო უჭერს მხარს”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება