Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იწყება, ლიბერალების მიერ თავს მოხვეული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააზარალა, წარსულს ჩაბარდა

მარშალ პრესი 10/03/2025
davit chikhelidze

დღეს მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული, უაღრესად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იწყება, ლიბერალების მიერ თავს მოხვეული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააზარალა წარსულს ჩაბარდა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებულ ნარკოპოლიტიკას გაატარებს, რომლის შედეგები გადარჩენილი თაობები იქნება.

“დღეს მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული, უაღრესად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იწყება, ლიბერალების მიერ თავს მოხვეული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა
, რომელმაც ათასობით ოჯახი დააზარალა წარსულს ჩაბარდა, მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებულ ნარკოპოლიტიკას გაატარებს, რომლის შედეგები გადარჩენილი თაობები იქნება. სამწუხაროდ ნარკოტიკული ნივთიერების გამო საქართველომ არაერთი პერსპექტიული ადამიანი დაკარგა, რომელთაც სახელმწიფოსთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოთ.

მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივით “მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება
, ასევე ნარკორეალიზატორს ან ნარკოტინების გაყიდვაში დამხმარე პირს, ჩამოერთმევა ქონება, იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდასტურდა ნარკოტიკის მოხმარება, ან უარი განაცხადა ნარკოტესტირებაზე, ჩამორთმევა მართვის მოწმება და საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება და ა.შ. დამეთანხმებით, ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი ნაბიჯი შედეგზე არის ორიენტირებული, რაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ეფექტურობას ადასტურებს.

ნარკოტიკი, ეს არის საერთო პრობლემა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს, მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად მოხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც შემდგომი თაობების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად
Next: სამწუხაროდ, საქართველოში რთული სიტუაცია ჩამოყალიბდა ამ კუთხით და შესაბამისად, პროფილაქტიკურ ზომებთან ერთად სასჯელის გამკაცრების გარეშე პრობლემას ვერ მოევლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.