Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

მარშალ პრესი 10/03/2025
giorgi bachiashvili

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში – როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, დამნაშავედ იქნა ცნობილი.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საერთო ჯამში სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი, საიდანაც ერთზე – კრიპტოვალუტის მითვისებაზე, განაჩენი დადგა, დანარჩენ ორზე, კერძოდ, “მტკვარი ჰესის” და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

Post navigation

Previous: „გირჩელებმა“ ჯაფარიძე საკუთარი პარტიიდან გააგდეს, რადგან უთავმოყვარეო და უპრინციპოა, მისი ღირებულება ნულია
Next: იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, თავად შტატებსაც შეუქმნა პრობლემები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.