Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად გაუქმებულია – ამერიკის სახელმწიფო მდივანი

მარშალ პრესი 10/03/2025
marko rubio

marko rubio

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამების დაახლოებით 83% ოფიციალურად გააუქმა.

„ექვსკვირიანი დაკვირვების შემდეგ ჩვენ USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაჩერებთ. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი იმ საშუალებებით, რომელიც არ ემსახურებოდა (ხოლო რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, – დაწერა რუბიომ.

მისი თქმით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება.

რუბიომ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.

Post navigation

Previous: დასავლეთი ზუსტად ისეთ „დემოკრატიულ” სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი
Next: „გირჩელებმა“ ჯაფარიძე საკუთარი პარტიიდან გააგდეს, რადგან უთავმოყვარეო და უპრინციპოა, მისი ღირებულება ნულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.