Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიწვევით, ვიქტორ ყიფიანი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო

მარშალ პრესი 01/04/2022
ჯეოქეისი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიწვევით, ანალიტიკური ორგანზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისების მართვის მიმართულების მმართველ დირექტორს, პაველ ჰერჟინსკის, ევროკავშირის სამხედრო პერსონალის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს და მისი გუნდის წევრებს შეხვდა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში 28-31 მარტს შედგა. ვიზიტის მიზანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ კონსულტაციების გამართვა წარმოადგენდა.

შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა შედგა, საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებდნენ. მონაწილეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარი საფრთხეები განიხილეს.

„დღეს, როცა გეოპოლიტიკური სიტუაცია ასე დაძაბული და არამდგრადია, მეტად მნიშვნელოვანია არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირების, მათი პრევენციისა და აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავების პროცესში. მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, რომელთა დროსაც მოხდება სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მსჯელობა და მოსაზრებათა გაცვლა, არსებითი მნიშვნელობა აქვს პრობლემების მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის. ამ მხრივ კი ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა უმთავრესია,“ – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

Continue Reading

Previous: თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ რამაზ ჯინჭარაძე ძალიან დიდი უპირატესობით შეძლებს გაიმარჯვოს და უკვე შემდგომ გააგრძელოს ბათუმელებზე ზრუნვა
Next: ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან საქართველოში 3-წლიანი, 289 მილიონი დოლარის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ – ლევან დავითაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025