Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს. ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები. ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე

მარშალ პრესი 10/03/2025
shalva papuashvili

ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

მისი თქმით, დასავლეთმა ასეთივე პასუხისმგებლობა აიღო თავის დროზე უკრაინასთან დაკავშირებით თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სიტყვა „გამარჯვება“ დასავლელმა ლიდერებმა მათი ლექსიკონიდან ამოიღეს უკრაინასთან მიმართებაში.

„მძიმე სურათებს ვხედავთ სირიიდან. ვხედავთ სამოქალაქო პირებს, როგორ უსწორდებიან პირდაპირ ქუჩაში. ზოგადად არეული სიტუაციაა. თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ დასავლეთმა აიღო პასუხისმგებლობა სირიაზე. მას შემდეგ რაც იქ ხელისუფლება შეიცვალა, ვნახეთ ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასული სირიაში, საფრანგეთის. პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს. ახლა ცოტა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები. ამიტომ ეს კიდევ ერთი დასტურია საერთო ჯამში, რამდენად შეიძლება ვენდოთ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები დასავლეთში, რაღაცაზე პასუხისმგებლობას იღებენ. ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზე თავის დროზე. „ვიბრძოლებთ, ვიქნებით ბოლომდე თქვენთან ერთადო“ და ახლა აღმოჩნდა, გერმანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე ნახეთ თქვენ უკრაინის პოლიტიკოსების გამოხმაურება, რომ თურმე „ბოლომდე“ ნიშნავდა „ბოლო უკრაინელამდე“ ბრძოლას და არა გამარჯვებამდე ბრძოლას. ვატყობთ, რომ სიტყვა გამარჯვება ამოიღო ბევრმა საკუთარი ლექსიკონიდან უკრაინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სირიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული შეტაკების შედეგად, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 750 მშვიდობიანი მოქალაქეა, 125 სირიის მთავრობასთან დაკავშირებული მებრძოლი და ასადის მხარდამჭერი 148 გასამხედროებული პირია.

Post navigation

Previous: დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები, თუმცა საბოლოო ჯამში მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე, დადგება ოქტომბერი და ყველა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში
Next: გაბრაზებულები არიან, როგორ თუ თავი არ დავუქნიეთ ყველაფერზე, როგორ თუ არ შევასრულეთ მარიონეტების როლი და ამიტომაც უნდათ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.