Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“

მარშალ პრესი 10/03/2025
levan maxashvili

სრული სურათი შეიკრა მას შემდეგ, რაც USAID- ის დოკუმენტები სრულად გასაჯაროვდა და ხელის გულზე გამოვიდა ის პროცესები, რაზეც ჩვენ გვქონდა ეჭვები და საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამასთან დაკავშირებითაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავად გაასაჯაროვა ეს დოკუმენტები და უკვე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ რასაც ამბობდა ამ წლების განმავლობაში, იყო მართალი. ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა იდგა, იყო რეალური საფრთხეები. უფრო მეტიც, ეს უბრალოდ საფრთხე კი არ იყო, ის მასშტაბი, რაც ჩვენ ვნახეთ USAID-ის დოკუმენტები შემდგომ, ბევრად უფრო მასშტაბური და ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აშშ-ის ფინანსების სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

მახაშვილმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჰქონდა.

„მიყოლებით ელჩი ელჩზე მოდიოდა და ითხოვდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც სულ ცოტა – 100%-ით ეკონომიკური კოლაფსისკენ იყო მიმართული. ქვეყანას პირდაპირ გაწირავდა ეკონომიკური კოლაფსისთვის, აქ საუბარი მაქვს რუსეთზე შეზღუდვების დაწესებაზე, ჰაერისა და მიწის დახურვაზე და ასე შემდეგ.

ასევე იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან, მაგრამ ამას გარდა, მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, უკეთეს დროს რაღას ნახავთ, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“. საჯაროდაც რამდენიმე მათგანმა გააკეთა ეს განცხადება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Post navigation

Previous: ეს არის ევროპის შიშები რუსეთის წინააღმდეგ – დაიხოცოს მთელი უკრაინა, ოღონდ რუსები ჩვენამდე არ მოვიდნენ. ეგაა რეალობა! ეგ უნდოდათ ჩვენგანაც
Next: კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – აშშ-თან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს ემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.