Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღე არ გავა, გერმანიამ და საფრანგეთმა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ გააკრიტიკონ, სამაგიეროდ, სირიაში დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებას არც კი იმჩნევენ

მარშალ პრესი 09/03/2025
zurab kadagidze

„რა საშინელებაც ახლა სირიაში ხდება, ასეთი ნაძირალა პოლიტიკოსების დამსახურებაა, ცალი ხელით რომ მშვიდობაზე საუბრობენ და ცალით, ტერორიზმთან თანამშრომლობენ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მხრიდან გამოჩენილ ინდიფერენტულობას ეხმიანება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ევროპის ქვეყნების მთავრობები საქართველოში დემოკრატიას აკრიტიკებენ მაშინ, როცა თავად ტერორისტებს აგულიანებენ.

„რა სჭირს მსოფლიოს?

ამათი ელჩები ქართულ დემოკრატიას იწუნებენ. სამაგიეროდ, სირიის მთავრობას თანადგომას აღუთქვამენ.

დღე არ გავა, გერმანიამ და საფრანგეთმა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ გააკრიტიკონ, სამაგიეროდ, სირიაში დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებას არც კი იმჩნევენ.

ამათი მთავრობები შეშფოთებული სახეებით გვიმტკიცებენ, საქართველოს უკუსვლას, სამაგიეროდ – ტერორისტებს აგულიანებენ.

რა საშინელებაც ახლა სირიაში ხდება, ასეთი ნაძირალა პოლიტიკოსების დამსახურებაა, ცალი ხელით რომ მშვიდობაზე საუბრობენ და ცალით, ტერორიზმთან თანამშრომლობენ.

კიდევ დარჩა კითხვები – ვინ ემსახურება ომის დისტრიბუციას მსოფლიო მასშტაბით და ვინ არიან „გოპნიკები”? – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: “ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, “სლავა უკრაინის” მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით” – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი
Next: NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.