Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ

მარშალ პრესი 09/03/2025
paata-salia1

ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი – მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას.

აღნიშნული რეზოლუცია საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს ეხებოდა.

სალიას თქმით, საქართველოს მისამართით ხშირ შემთხვევაში ურთიერთ წინააღმდეგობრივი განცხადებები ისმის.

„ხშირ შემთხვევაში არის ურთიერთ წინააღმდეგობრივი განცხადებები. ახლაც, ერთი მხრივ, როდესაც ევროსტრუქტურებში ცდილობენ ჩვენი დელეგაციების უფლებამოსილება არ ცნონ, ამავდროულად, იმ პარლამენტს, რომელმაც წარადგინა ეს დელეგაციები, სთხოვენ, რომ გააუქმოს ადრე მიღებული კანონი.

რაც შეეხება კანონს, ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ, არ არსებობს. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიცვალა პოლიტიკა აშშ-ში 5 ნოემბრის არჩევნების და უშუალოდ, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროპა, რაზეც დგას მთელი დასავლეთი. იმედია, ევროპაც ადრე თუ გვიან და იმედი მაქვს, რომ მალე, დაუბრუნდება სწორედ იმ ღირებულებებს, რისთვისაც საქართველო ევროპისკენ მიიღწვის“, – აღნიშნა სალიამ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.

Post navigation

Previous: USAID-ისგან და NED-ისგან ცდილობდა “დიფ სთეითი” საქართველოში რევოლუციური სცენარის მოხდენას, ამ შემთხვევაში, მათ უბრალოდ რებრენდინგი მოახდინეს და ახლა კონკრეტული ქვეყნების მეშვეობით ცდილობენ, აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში
Next: “ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, “სლავა უკრაინის” მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით” – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.