Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2020 და 2024 წელსაც ISFED-ის ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად, მათი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული

მარშალ პრესი 07/03/2025
irakli kobakhidze

საქმე ლაპარაკის ნაცვლად – მნიშვნელოვანია, რომ კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას იმისათვის, რომ ყველაფერი გახდეს ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული.

„თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. 2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
Next: თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება, მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.