IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენი ქვეყანა ზომიერი მატების მონაცემებს ინარჩუნებს და ეს არის ალბათ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ თუ გავაგრძელებთ კოვიდთან თანაცხოვრებას ამ რეჟიმში არსებული რეგულაციების შენარჩუნებით, იმედია, რომ თუ იქნება მეორე ტალღა ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი არ იქნება და როგორც პირველ ტალღას გაუმკლავდით ასევე გავუმკლავდებით მეორე ტალღასაც, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ეპიდსიტუაციის განვითარება  დამოკიდებულია მოქალაქეებზე, მედიკოსებსა და სახელმწიფოზე.

“ეს დამოკიდებულია თქვენზე, ჩვენზე და სახელმწიფოზე. მე როგორც ვხედავ, სამივე ვექტორი ძალიან კარგად „იქცევა“. სახელმწიფო განსაკუთრებით კარგად უვლის ამ სიტუაციას, სამედიცინო სექტორიც თავგანწირვით იბრძვის და მოსახლეობაც თუ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, საგანგაშო მდგომარეობა არ გექნება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება