Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები – ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი

მარშალ პრესი 07/03/2025
irakli kobakhidze

ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები ალბათ ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, გარდა ამისა, გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან
Next: ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები, ასევე დაიცვან კონვენციები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.