Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია, შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება

მარშალ პრესი 07/03/2025
irakli karseladze

თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და რა თქმა უნდა, შუა დერეფნის განვითარების მიმართულებაზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 

„გავუზიარეთ ის შედეგები, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, რასაც მაღალი შეფასება მიეცა. უფრო მეტიც, რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც უკვე ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და გაღრმავება ორმხრივი თანამშრომლობის. რეალურად სატრანსპორტო მიმართულებით, შუა დერეფნის განვითარება ცალსახად ძალიან საინტერესო პერსპექტივებს აჩენს, რაზეც ბუნებრივია, გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. შესაბამისად, უკვე მნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ მიმზიდველობა ამ დერეფნის, მათ შორის თურქმენეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა მინისტრმა.

Post navigation

Previous: როდესაც ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ჰპარავს ფულს საკუთარ ხალხს, ეს გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე კორუფცია შეიძლება ყოფილიყო ჩვეულებრივ ვითარებაში
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თბილისში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გახსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.