Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურქმენეთთან რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა და გვინდა, რომ კიდევ უფრო და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ, ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას

მარშალ პრესი 07/03/2025
levan davitashvili

 რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან, გვინდა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ ამ თანამშრომლობით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას.

„რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან, გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხელშესახები იყოს საქართველოსთვის და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ. ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. თურქმენეთი არის ენერგოპროდუქტებით მდიდარი ქვეყანა  და შესაბამისად, ჩვენ საუბარი გვექნება ენერგორესურსების საქართველოში შესაძლო იმპორტზე ან ტრანზიტზე. ასევე განსახილველ საკითხთა შორის იქნება ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა.

თურქმენეთს ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი მინერალური რესურსები, რომელიც ექსპორტირებულია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ თურქმენეთი ჩვენი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ამაზე ჩვენ წლების წინ დავიწყეთ დიალოგი, თუმცა უფრო ქმედითი, უფრო ხელშესახები შედეგი რომ მივიღოთ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ამის წინაპირობები არსებობს.

ჩვენ სამუშაო ფორმატში თურქმენ კოლეგებთან ამაზე ვმუშაობთ და ამ ვიზიტის ფარგლებში, ვფიქრობ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, შეთანხმება იმაზე, რომ საქართველოს პლატფორმა გამოყენებული იყოს თურქმენული მინერალებისთვის, თურქმენული სასუქებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე გასატანად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Post navigation

Previous: აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან, მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ
Next: როდესაც ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ჰპარავს ფულს საკუთარ ხალხს, ეს გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე კორუფცია შეიძლება ყოფილიყო ჩვეულებრივ ვითარებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.