სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა

411
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ისრაელში სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა – ინფორმაცია “კურიერს” საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუდასტურა. დავით ზალკალიანის განცხადებით, დაზიანება მსუბუქი იყო და საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზალკალიანმა “კურიერთან” ისრაელში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა. მინისტრის თქმით, საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება