Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

მარშალ პრესი 06/03/2025
irakli kobakhidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა, – ინფორმაციას საქრთველოს მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართება.

„ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხვალ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Next: ტრამპის კომპანიების უკრაინაში შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი. ზელენსკი ვერ აფასებს ამას. ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.