Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან – ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა

მარშალ პრესი 05/03/2025
irakli kobakhidze

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს  არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა.

„ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ გზავნილებს. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ არაფორმალურ გავლენებზე, რომელსაც არასწორი მიმართულებით მიჰყავდა პროცესები როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ჩვენი ქვეყანა. იმის გამო, რომ არაფორმალურად იმართებოდა აშშ, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და დღემდე, სამწუხაროდ, არაფორმალურად იმართება სტრუქტურების უდიდესი ნაწილი ევროკავშირში, ჩვენს ქვეყანას მიადგა საკმაოდ დიდი ზიანი. იყო უამრავი უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურები არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
Next: ეს იყო ლიბერალური ფაშიზმისთვის გამოტანილი განაჩენი, მათ შორის – ქართველი ფაშისტების იდეოლოგიისთვის გამოტანილი განაჩენი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.