Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში

მარშალ პრესი 05/03/2025
irakli kobakhidze

უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს და უზბეკეთის წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

„უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან.  გამოვკვეთეთ მთავრობებს შორის კავშირების გაძლიერების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.  ჩვენი წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში, რათა უზრუნველვყოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვს შეხვდა
Next: მორიგ ჯერზე მივმართავ გერმანიის ელჩს – გააკეთეთ განცხადება. თქვენი ქვეყნის მომავალი კანცლერი ამბობს, რომ დაიწყებს არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოძიებას, ეს რუსული ნარატივია თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.