Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს – კახა კალაძე ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 13/06/2022
კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის მცდელობა, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, შედეგს ვერ გამოიღებს და ქვეყანა ამ სტატუსის მოპოვებას შეძლებს.

„ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ეს სტატუსი არ მიიღოს. მოლოდინებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ საქართველომ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს. თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას, რათა მოვხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

24 ივნისს ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მანამდე კი, ზუსტად 4 დღეში, 17 ივნისს, ევროკომისია თითოეული ქვეყნის პროგრესს შეაფასებს. სამი ქვეყნის მომდევნო ეტაპზე გადასვლას 27 ხმა სჭირდება. დღეს არსებული ინფორმაციით, უკრაინის კანდიდატობის მომხრეთა რიცხვი 15-დან 20-მდე გაიზარდა. უპირობო სტატუსს საქართველო-მოლდოვისთვის ამდენი მომხრე არ ჰყავს.

Continue Reading

Previous: მოგატყუე აგიტან თქო, ვერ აგიტან შენი დედას შევე@ი” – ეს რომ ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს ადგილზე დაგხვრიტავს ან გადაგვასახლებს! – ოპოზიციონერებმა ერთმანეთს დედის მუ@ელი ამოუტრიალეს – მიშა მშვილდაძე VS ფარნაოზ ჭკადუა
Next: პრემიერმა და თბილისის მერმა 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025