Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

American Thinker-ი: უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო

მარშალ პრესი 05/03/2025
usaid2

უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო,- წერს ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker-ი.

გამოცემის თქმით, სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან საზოგადოებრივი უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ 17%-დან 32%-მდე გაიზარდა.

„მეორე კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ავალდებულებს, ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები გაამჟღავნონ. საქართველოში დაახლოებით 26 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა – 143 მოქალაქეზე ერთი ორგანიზაცია, რაც გლობალურად უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების 90% უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული, მხოლოდ 26%-მა გახადა თავისი ფინანსები გამჭვირვალე. თანხების უმეტესი ნაწილი მოდიოდა USAID-დან , „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ და სხვა დასავლური წყაროებიდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კულტურულ ომში ქვეყანაში, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ საზოგადოებად ითვლება. უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო. სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან საზოგადოებრივი უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ 17%-დან 32%-მდე გაიზარდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

Post navigation

Previous: საავტორო გადაცემის ავტორმა ტყუილი არ უნდა თქვას, შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენოს, მაგრამ, არ მგონია, რომ უნდა დავავალდებულოთ, ყველა საგულისხმო ალტერნატიული აზრი გადმოსცეს თანაბრად
Next: ალბათ ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ამ რთული პოლიტიკის ფონზე საქართველო წინ გაუსწრებდა მთელ რიგ პროცესებს და შეძლებდა იმის გადალახვას, რასაც დღეს ამერიკა გადის და რაც ჯერ კიდევ წინა აქვს ევროპას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.