არიან საკმაოდ ცნობილი ადამიანები, რომლებიც თან კულტურის სფეროს წარმოადგენენ და თან იმდენად დაბრმავებულები არიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებით, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან

IMG.GE

„ქართველების ნაწილი არაფრად დაგიდევს ომში დაზარალებული უკრაინელების კეთილშობილურ დახმარებას, მათი ჭკუით, მთავარია რამენაირად ხელისუფლებას ავნოს“– ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საქველმოქმედო კონცერტს.

მისი თქმით არამარტო ქართველებს და უკრაინელებს ურთიერთობას მიაყენეს დარტყმა, არამედ პირველ რიგში კი საკუთარ თავს და სახელს ავნეს, ეს კი უბრალოდ მართლა სამარცხვინოა.

„ამ ორიოდე დღის წინ, ქართველი და უკრაინელი ვარსკვლავები ახალ სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტით გაერთიანდნენ. მიზანი ომში დაზარალებული უკრაინელების დახმარება გახლდათ. მე ვუყურე ამ კონცერტს, და არ დაგიმალავთ, ბევრი ამაღელვებელი მომენტი დავაფიქსირე, მომენტი როდესაც თან ომის საშინელებას გრძნობ, და თან ხვდები ხალხის სურვილს რომ ერთმანეთს დაეხმარონ და რამენაირად შეუმსუბუქონ მდგომარეობა წინ ვერაფერი ვერ აღუდგება. თუმცა რა მწარედ მოვტყუვდი: თურმე არიან საკმაოდ ცნობილი ადამიანები-ნინო ქათამაძე და ვახტანგ კიკაბიძე, რომლებიც თან კულტურის სფეროს წარმოადგენენ, და თან იმდენად დაბრმავებულები არიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებით, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ასეთი რამ შეიძლება არათუ მოხდეს, არამედ ხდება კიდეც-როგორც აღმოჩნდა ქართველების ნაწილი არაფრად დაგიდევს ომში დაზარალებული უკრაინელების კეთილშობილურ დახმარებას, მათი ჭკუით, მთავარია რამენაირად ხელისუფლებას ავნოს! რეალურად არამარტო ქართველებს და უკრაინელებს ურთიერთობას მიაყენეს დარტყმა, არამედ პირველ რიგში კი საკუთარ თავს და სახელს ავნეს, ეს კი უბრალოდ მართლა სამარცხვინოა“– წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

IMG.GE
გაზიარება