Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მიკვირს, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

მარშალ პრესი 04/03/2025
geno

პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გენო პეტრიაშვილი უკრაინის მიერ თბილისის მერ, კახა კალაძესთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უკვირს, ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას რჩება დრო, რომ მსგავსი საქმით დაკავდეს.

როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, სამწუხარო ფაქტია, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.

„უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, მსგავსი საქმეებით რომ დაკავდეს. ბატონ კახის ამით ბევრს ვერაფერს დააკლებენ. კახი არის მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უდიდესი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი ადამიანი და სამწუხაროა მსგავსი ფაქტი, თუმცა, იმედი მაქვს რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და დამშვიდდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით, უკრაინელ ხალხს და კახის ვუსურვო წარმატებები და წინსვლა თავის საქმიანობაში“-განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა ყორშიას დის ქმარს აახვევინეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან – ნინო ჯღარკავა
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.