Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ – ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან

მარშალ პრესი 04/03/2025
levan machavariani

ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ – ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არიან დაინტერესებულები, რომ უკრაინაში ეს ომი დასრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა, არავის უზრუნია იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით დასრულებულიყო.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ომში ჩართვასთან დაკავშირებით საქართველოზე დიდი წნეხი მიმდინარეობდა.

„სამწუხაროდ, უკრაინის ტერიტორიის 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული, ასობით ათასი უკრაინელი არის დაღუპული ამ ომში, ათობით მილიონი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი, ქვეყნის ინფრასტრუქტურის ნახევარი არის, ფაქტობრივად, განადგურებული და ა.შ. სამწუხაროდ, სანამ ბატონი დონალდ ტრამპი გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არავის უზრუნია იმაზე, რომ ეს ომი დასრულებულიყო მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით და როდესაც ბატონმა დონალდ ტრამპმა ამისთვის აქტიური ნაბიჯები გადადგა, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ. ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ესენი ყველანი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან. სამწუხაროდ, ეს სუბიექტები, ვინც მე ჩამოვთვალე, არ არიან დაინტერესებულები, რომ უკრაინაში ეს ომი დასრულდეს.

ყველასთვის ნათელია, მითუმეტეს, დღეს როგორც ვითარდება ეს მოვლენები, თუ რამხელა ინტერესი იყო საქართველოს ამ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, ყურადღება გაეფანტა, ეს ომი კიდევ უფრო გაწელილიყო ვიღაცებს უფრო მეტი ფული ეშოვათ და რუსეთს აქ მოეცდინა დაახლოებით, 40-50 გაწვრთნილი ჯარისკაცი. ჩვენ რა გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლად?! აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო, საგარეო პლატფორმებზე გაგვეკეთებინა. 600-მდე რეზოლუციას მივუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ შევიფარეთ ასობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით, მე მგონი, დღესაც მსოფლიოს მოწინავე პოზიციებზე ვართ. ერთადერთი არ გავაკეთეთ ის, რომ ამ ომში არ მივიღეთ მონაწილეობა,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: საერთაშორისო თანამეგობრობას და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებს მოვუწოდებ, რომლებსაც არ დაუგმიათ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები, დაგმონ „არჩევნები“ და უკანონოდ გამოაცხადონ
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.