Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება

მარშალ პრესი 03/03/2025
levan jorjoliani

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან, დიდთოვლობის გამო, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას და დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.

„მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოები, ეს გულისხმობს სახურავების გადახურვას და მცირე ინფრასტრუქტურულ ზიანს. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას. იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ  საქმე ეხება კონკრეტული შენობა-ნაგებობის, სახლის მდგრადობას, ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვაქვს დასკვნა, ან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ უსაფრთხო არ არის ცხოვრება, ამ შემთხვევაში ასეთ ოჯახებს მუნიციპალიტეტი გაიყვანს ქირით. არავინ არ დარჩება ჭერის გარეშე, ამ შემთხვევაში დაითვლება ზარალი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Continue Reading

Previous: საქართველომ თავის დროზე უკრაინული შეცდომების დიდი ნაწილი გაიმეორა, მაგრამ კატასტროფამდე ორ ნაბიჯში, შეძლო „გლობალური ომის პარტიისთვის“ „დიდგორი“ გაემართა
Next: თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები – კახა კალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025