Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ FARA-ს ზუსტ თარგმანს ვაინიციირებთ, რომელიც განხილვების შედეგად მოერგება ქართულ რეალობას, იმისათვის, რომ ქვეყანაში შავი ფული არ შემოვიდეს

მარშალ პრესი 03/03/2025
eka sepashvili

ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგის შექმნის წინაპირობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ქართული კანონი, რომელიც უცხოური თანხების საქართველოში შემოდინების გამჭვირვალობას ეხებოდა, ქვეყნის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

შესაბამისად, როგორც დეპუტატი აცხადებს, ქართულ რეალობას მორგებული FARA-ს ანალოგი, წინ აღუდგება ქვეყანაში უცხოური ფულის არალეგიტიმური მიზნებისთვის შემოსვლას.

„ის გამჭვირვალობა, რომელიც ჩვენი კანონის თანახმად გვინდოდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, საკმარისი არ არის ყველა იმ უცხოური თანხის წარმომავლობის განსახილველად და საზოგადოების სამსჯავროზე გამოსატანად, რაც რეალურად არსებობს.

ჩვენ FARA-ს ზუსტ თარგმანს ვაინიციირებთ, რომელიც განხილვების შედეგად მოერგება ქართულ რეალობას, იმისათვის, რომ არ მოხდეს ქვეყანაში არც შავი ფულის შემოსვლა და არც ნებისმიერი თანხის არალეგიტიმური მიზნებით გამოყენება,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს
Next: საქართველომ თავის დროზე უკრაინული შეცდომების დიდი ნაწილი გაიმეორა, მაგრამ კატასტროფამდე ორ ნაბიჯში, შეძლო „გლობალური ომის პარტიისთვის“ „დიდგორი“ გაემართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025