Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

სასწრაფო დახმარების ბრიგადები გურიაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ

მარშალ პრესი 02/03/2025
4004

„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო რეჟიმში,ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას,“ – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის უფროსის მოადგილემ განაცხადა. ამირან გოგიტიძის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სამედიცინო მომსახურების გარეშე.

„მოხდა სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟების დამატება, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მობილიზდა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. ასევე მობილიზებულია მაღალი გამავლობის რეანიმობილები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, იმისათვის რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამისი სამედიცინო სერვისის მქონე დაწესებულებებში. ჩამოვიყვანეთ პარამედიკოსთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერვისსა და მედიკამენტებს აწვდიან მოსახლეობას,“-განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.

„რეგიონში მობილიზებულია ოჯახისა და სოფლის ექიმები, რომლებიც სოფლად მყოფ მოსახლეობას აწვდიან პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისს. შეძლებისდაგვარად მიდიან სოფლად მყოფ თითოეულ მოსახლემდე, უწევენ სატელეფონო კონსულტაციას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის უწყვეტად მოხდეს მედიკამენტების მიწოდება“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის უფროსის მოადგილემ.

Continue Reading

Previous: სოფელ ჭანიეთს, მაგნეტიტსა და სოფელ მამათს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა
Next: გურიის რეგიონში ინტენსიურად გრძელდება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025