IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თუკი ევროკავშირი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, ანკარა საპასუხო ზომებს მიიღებს.

„ჩვენ ევროკავშირთან მუშაობა გვსურს, მაგრამ თუკი ბლოკი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, იძულებული გავხდებით, შესაბამისი პასუხი გავცეთ,“- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 13 ივლისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის საკითხს განიხილავენ და ანკარას მიერ კვიპროსის საზღვაო ეკონომიკურ ზონაში წარმოებული ბურღვითი ოპერაციების გამო, შესაძლოა, ბლოკმა დამატებითი ნაბიჯები გადადგას.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება