Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ზელენსკისთან თანამშრომლობას – ვფიქრობ, ამერიკელების უმეტესობამ დაინახა ადამიანი, რომელთანაც არ სურთ საქმე ჰქონდეთ

მარშალ პრესი 01/03/2025
lindsi gremi

არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ზელენსკისთან თანამშრომლობას, – ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“ სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.

„ის, რაც ვნახე ოვალურ კაბინეტში, უპატივცემულობა იყო“, – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

„ვფიქრობ, ამერიკელების უმეტესობამ დაინახა ადამიანი, რომელთანაც არ სურთ საქმე ჰქონდეთ. თუ როგორ წარმართა ზელენსკიმ შეხვედრა, როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტს, ეს მეტისმეტი იყო. უკრაინასა და ამერიკას შორის ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ შეუძლია თუ არა ზელენსკის შეერთებულ შტატებთან გარიგების დადება მას შემდეგ რაც დღეს ვნახე? არ ვიცი“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: უკრაინაში მშვიდობა გაურკვეველი ვადით გადაიდო – ზელენსკიმ შეხვედრა უკმაყოფილომ დატოვა, უკმაყოფილოა ტრამპიც
Next: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა – ილონ მასკი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.