Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა

მარშალ პრესი 28/02/2025
KAXA KAXISHVILI

კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ დამდგარი შედეგების შესახებ წერს, რაც ომმა უკრაინას მოუტანა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ “ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა”.

მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს.

„უკრაინის ომის შედეგი: ასი ათასობით მოკლული ადამიანი, ასი ათასობით მძიმედ დაჭრილი და დასახიჩრებული, მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული ოჯახები და ქვეყნის მოსახლეობა, დანგრეული ქალაქები, სამუდამოდ განადგურებული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა (ჰესები, ბუნებრივი აირის საცავები და ასე შემდეგ), დაკარგული ტერიტორიები, აღარც ნატო, აღარც ევროკავშირი და შედეგად კიდევ 20 მილიარდი დოლარის (ეს დასაწყისია) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამერიკელებმა აიღეს კონტროლი უკრაინის იშვიათ ბუნებრივ რესურსებზე ( ამ დღეებში მოეწერება ხელი).

საინტერესოა, შემდეგ ვინ დაუთვლის 20 მილიარდის წიაღისეული მოიპოვეს თუ 300 მილიარდის?! იმედია, იმის ილუზია არავის აქვს, რომ ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში ვერავინ გააკონტროლებს.

და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს. ასე იცის როცა შენი ქვეყანა არ გიყვარს და სხვის დაკრულზე ცეკვავ. თავად მას და მის გარემოცვას რა ბედი ელით, ეს კიდევ სხვა ტრაგედიაა. დასკვნა ერთია: ემსახურე მხოლოდ შენს ქვეყანას!“, – წერს კახიშვილი.

Post navigation

Previous: ეს პოსტი დასავლეთთან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, შეცდომებსა და იმედგაცრუებას შეეხება
Next: უკრაინაში მშვიდობა გაურკვეველი ვადით გადაიდო – ზელენსკიმ შეხვედრა უკმაყოფილომ დატოვა, უკმაყოფილოა ტრამპიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.