Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო მოსამსახურეები გურიისა და იმერეთის რეგიონების მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან

მარშალ პრესი 28/02/2025
4007

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში  უკვე მეოთხე დღეა აქტიურად მონაწილეობენ. გურიისა და იმერეთის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს  ეხმარებიან. ისინი შესაბამისი ტექნიკით ასუფთავებენ  სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელ გზებს, მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს. ჯარისკაცები მოქალაქეებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან. 

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში  აქტიურად არის ჩართული დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებისა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა. სამხედროები საჭიროების მქონე პირების – მოხუცების, ქალებისა და ბავშვების  უსაფრთხო, დროებით ადგილსამყოფელში გადაყვანას უზრუნველყოფენ. ისინი მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებასაც უწევენ და, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.  

პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობენ ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. საკოორდინაციო შტაბისგან მიღებული დავალებების შესრულებას კრიტიკულ მიმართულებებზე თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა შესაბამისი ტექნიკით აგრძელებს.

Post navigation

Previous: 2025 წლის იანვარში საქართველოს ეროვნულმა მეურნეობამ, მიუხედავად გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე სერიოზული რყევებისა, უზრუნველყო ეკონომიკის ზრდა 11.1 პროცენტით, რაც მას საგრძნობლად გამოარჩევს არა თუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც
Next: ეს პოსტი დასავლეთთან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, შეცდომებსა და იმედგაცრუებას შეეხება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.