Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გარკვეული შიშები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ

მარშალ პრესი 28/02/2025
rati ionatamishvili

ფაქტია, რომ მედიაში უცხოური დაფინანსებები ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, ცილისწამებას და პოლიტიკური მანიპულაციებით სავსე ნარატივის განვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ფაქტობრივად, უცხოური დაფინანსებები მთელ რიგ ქვეყნებში არის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული პრინციპების ძირის გამომთხრელი საქმიანობის ერთ-ერთი საფუძველი.

„აქედან გამომდინარე, ბრიტანული კანონმდებლობა, რომელიც შემოგვაქვს, მედიაში გარემოს გააჯანსაღებს და ის გახდის მას დამოკიდებულს არა გარე დამკვეთებზე, რომელთაც საკუთარი დღის წესრიგი გააჩნიათ, არამედ მოქალაქის ინფორმირებულობას მოახდენენ. ვისაც გარკვეული შიშები აქვს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მიეჩვივნენ იმას, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ, რასაც მედიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: ასეთი დამთხვევა „ქართული ოცნების“ გუნდის და ტრამპის ადმინისტრაციის მსოფლმხედველობას შორის, უიშვიათესია
Next: 2025 წლის იანვარში საქართველოს ეროვნულმა მეურნეობამ, მიუხედავად გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე სერიოზული რყევებისა, უზრუნველყო ეკონომიკის ზრდა 11.1 პროცენტით, რაც მას საგრძნობლად გამოარჩევს არა თუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.