Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა, დანარჩენი პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. ანუ ეს ადამიანები ცდილობენ ხალხის სანქცირებას

მარშალ პრესი 13/06/2022
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ქართველი ხალხის დასანქცირების ტოლფასი იქნება. ამ თემაზე „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს. ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა – 200 მილიონი, რომელიც არის ოჯახის განმგებლობაში. დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში, პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. ანუ ეს ადამიანები ცდილობენ ხალხის სანქცირებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მან განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება შეჩერდება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მსურველები კი პირდაპირ მტრობენ ხალხს.

„აქედან ჩანს მათი საბოლოო ინტერესი. ისინი პირდაპირ მტრობენ ხალხს და ბოლოს ისევ მივდივართ ომამდე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თვალდახუჭულები წავიდნენ ომზე. მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი. ეს ქვეყანა არ უყვართ, პირდაპირ ემტერებიან. ამას რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სიმართლე. ისინი თავისას ვერ გაიტანენ, ეს გამორიცხულია“, – აღნიშნა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: როგორ გამოიყურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი ლისზე (ფოტორეპორტაჟი)
Next: ირაკლი კობახიძე: 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა დაიწყო დაყადაღებით. დღესაც იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, 11 წელი ხელწერა ვერ შეიცვალეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025