Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მსურს გამოვეხმაურო, გუშინ სოფელ ორთაბათუმში მცხოვრები რესან მაჭუტაძის 7 სულიანი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად დაწვის ფაქტს

მარშალ პრესი 27/02/2025
zaza diasamidze

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ეხმიანება მოქალაქე რესან მაჭუტაძის სახლის დაწვის ფაქტს.

“მსურს გამოვეხმაურო, გუშინ სოფელ ორთაბათუმში მცხოვრები რესან მაჭუტაძის 7 სულიანი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად დაწვის ფაქტს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქე სარგებლობს ეკომიგრანტის სტატუსით და 2022 წლიდან მუნიციპალიტეტს გაყვანილი ჰყავს ქირით. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. როგორც აჭარის მთავრობის, ასევე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან, ოჯახს გაეწევა ფინანსური დახმარება.

გარდა იმისა რომ ოჯახი ატარებს ეკომიგრანტის სტატუსს, ასევე დაკმაყოფილებულია 4 ოთახიანი გარემონტებული ბინით, რომელიც წლის ბოლოს გადაეცემა.
ვწუხვარ მომხდარი ხანძრის გამო. ოჯახი მუნიციპალიტეტის და აჭარის მთავრობის მიერ არ დარჩება მზრუნველობის გარეშე.”– ნათქვამია ზაზა დიასამიძის განცხადებაში.

Post navigation

Previous: რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს რესურსი აწარმოოს რეალური, ჯანსაღი პოლიტიკა და თუნდაც რადიკალური მეთოდებით, მაგრამ სამართლებრივ ჩარჩოებში, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და მოახერხოს საკუთარი სიმართლის დამტკიცება
Next: პრემიერ-მინისტრი იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებს და არსებულ საჭიროებებს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.