Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გვანცა ვარამაშვილი დაინიშნა

მარშალ პრესი 27/02/2025
04

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გვანცა ვარამაშვილი დაინიშნა გვანცა ვარამაშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია; მიღებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.

გვანცა ვარამაშვილი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორია, მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის სტიპენდია.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი იკავებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

Post navigation

Previous: ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლები ყურადღება დავუთმოთ ოპონენტების განცხადებებს
Next: სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.