Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს – დავით ვერავა

მარშალ პრესი 27/02/2025
04

დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ხელმძღვანელობდა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები დაგეგმეს.

სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა. მგალობლოშვილმა თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან დევნილთა ჩასახლებებში არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია და კოორდინირებულად განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა.

„დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ დასახლებულ პუნქტში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. სხდომაზევე აფხაზეთი მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმოვიხილეთ დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარება და დავგეგმეთ ერთობლივად განსახორციელებელი საკითხები.“ – განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ. მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს 24 საათიანი მუშაობისთვის და პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის.

ყველა მუნიციპალიტეტი მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული, მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.

Post navigation

Previous: „მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას, სტანდარტები აქამდეც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა
Next: ჩვენი სურვილი არის ის, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა იკითხებოდეს ის გაღრმავებული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში, რაც, ასე ვთქვათ, საქართველოს გამოარჩევს იმ ურთიერთობებიდან, რომელიც აშშ-ს აქვს სხვა სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.