Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერი მას შემდეგ გართულდა, რაც ზელენსკიმ თბილისში მიტინგზე თქვა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს არ ეთანხმება და ჩარტერული რეისის გაგზავნა მოითხოვეს

მარშალ პრესი 27/02/2025
nikoloz samxaradze

ჩვენ არ ვიყავით ის მთავრობა, რომელმაც რაიმე ცუდი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები იყვნენ, მათ შეიფარეს, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები და გახსოვთ ალბათ პოროშენკოს ვიზიტიც იყო, შემდეგ, ზელენსკის ვიზიტიც იყო,  –  განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, გადაცემაში “ღამის კურიერი”.

სამხარაძის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თბილისში, აქციაზე შეკრებილებს მიმართა და კიევმა თბილისიდან ჩარტერული რეისების შესრულებაც მოითხოვა. ამას კი დაერთო უკრაინაში საქართველოს ელჩის კიევიდან გამოძევება, რომელიც, სხვა ქვეყნების ელჩებისგან განსხვავებით, ომის დროსაც კი არ ტოვებდა უკრაინის დედაქალაქს.

“ეს ყველაფერი მას შემდეგ გართულდა, რაც  ზელენსკი გამოვიდა თბილისში მიტინგზე და თქვა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს არ ეთანხმება და ჩარტერული რეისის გაგზავნა მოითხოვეს –  ეს იყო პირველი. მეორე იყო, როდესაც მათ ელჩი, რომელიც ერთადერთი ელჩი იყო ვატიკანის ელჩთან ერთად, რომელიც დარჩა კიევში და ეს ამბავი იცის საზოგადოებამ, ჩვენი ელჩი ამოიჩემეს და ის გამოაგდეს კიევიდან სამარცხვინოდ, მაშინ, როდესაც მაგალითად, ბელორუსის ელჩისთვის, საიდანაც რუსეთის ჯარები შევიდა უკრაინაში, არაფერი უთქვამთ. ეს იყო ქვეყნის შეურაცხყოფა და როგორც ჯო უილსონთან თუ ნებისმიერ სხვასთან მიმართებით, რაც არ უნდა ის ადამიანი იმ მომენტში იყოს გმირი და მსოფლიოს გადამრჩენელი, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არავის აპატიებს საქართველოს შეურაცხყოფას.” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: ჩვენი სურვილი არის ის, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა იკითხებოდეს ის გაღრმავებული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში, რაც, ასე ვთქვათ, საქართველოს გამოარჩევს იმ ურთიერთობებიდან, რომელიც აშშ-ს აქვს სხვა სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში
Next: გვარამია და რასა იუკნევიჩიენე ცარიელ განცხადებებს აკეთებენ, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, ფაქტი ერთია, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული, პოლიტიკური თვალსაზრისით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.