Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბატონ უილსონს დიდი ხანია ვიცნობ, არაერთი შეხვედრა მქონია და მინდა გითხრათ, რომ არასოდეს ასე ღრმად არ ინტერესდებოდა საქართველოს საკითხით, სულ რაღაც 4-5 თვეა, რაც ის გამოირჩევა აქტიურობით, რაც თავისთავად ეჭვებს აღძრავს მის გულწრფელობასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 26/02/2025
nikoloz samkharadze

მე მინდა გითხრათ, რომ ბატონ უილსონს დიდი ხანია ვიცნობ და არაერთი შეხვედრა მქონია და ასევე მინდა გითხრათ, რომ ბატონი უილსონი არასოდეს ასე ღრმად არ ინტერესდებოდა საქართველოს საკითხით, სულ რაღაც 4-5 თვეა, რაც ის გამოირჩევა აქტიურობით, რაც თავისთავად ეჭვებს აღძრავს მის გულწრფელობასთან დაკავშირებით, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის თაობაზე განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გარდა საჯარო სესიისა, ასევე დახურულ სესიაზე ჯო უილსონთან ურთიერთობის შესაძლებლობა და უთხრა, რომ მისი განცხადებები, რომლებიც ყველანაირ კონტექსტს არის აცილებული, სასაცილოა.

„ჩვენ გარდა იმ საჯარო სესიისა, რომელიც თქვენ იხილეთ, გვქონდა ასევე დახურულ სესიაზე ურთიერთობის შესაძლებლობა და მას ვუთხარი, რომ მისი განცხადებები და ის განცხადებები, რომელიც საერთოდ ყველანაირ კონტექსტს არის აცილებული, საუბარია „პროირანული მთავრობა“, „პროჩინური“, „ჩრდილოეთ კორეა“ და ა.შ. ნუ ეს ყველაფერი სასაცილოა და ეს განცხადებები მან ასამბლეაზეც გააკეთა დახურულ ფორმატში და სასაცილოდ არ ეყოთ სხვა ქვეყნის დელეგაციებს. არავინ ეს განცხადება სერიოზულად არ მიიღო, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ როგორც საჯარო, ასევე დახურულ ფორმატში გვქონდა ძალიან მკვეთრი რეაქცია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში და შესაბამისად ვინც არ უნდა იყოს ეს და რაც არ უნდა სულელური უაზრო განცხადება გააკეთოს ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ჩვენი ინტერესები ყველგან დავიცვათ და დავიცავთ მაქსიმალურად, მიუხედავად იმისა, რომ ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს პატარა დელეგაცია, მაგრამ მაინც ვიბრძოლებთ ისე როგორც შეეფერება საქართველოს, იმიტომ, რომ არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ქვეყანას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა
Next: „მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას, სტანდარტები აქამდეც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.