Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება

მარშალ პრესი 26/02/2025
IRAKLI CHIKOVANI

„თუ საჭირო და აუცილებელი გახდება მოხალისეების ჩართვა, შტაბს ექნება მოწოდებაც და თავისი საკოორდინაციო მექანიზმიც“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მოხალისეთა ჩართვა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უკავშირდება. მან გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანები ახლობლების მოკითხვას საკუთარი ძალებით, შეუსაბამო ტექნიკითა და შესაძლებლობებით ცდილობდნენ და საჭირო გახდა მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები  მოქალაქეთა საჭიროებების აღმოსაფხვრელად ოპერატიულად მოქმედებენ: „შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება“.

Post navigation

Previous: თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ექვსი მიმართულებით აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს
Next: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.