Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება

მარშალ პრესი 26/02/2025
irakli kobakhidze3

ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება, ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა გზის გაწმენდა სოფლებში და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„რეალურად ამ სოფლების შემთხვევაშიც არის ზუსტად იგივე სამუშაოები ჩასატარებელი, რაც სოფელი შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ალტერნატიული საშუალებებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შესაბამის სოფლებში იმისათვის, რომ შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ მოსახლეობა.

ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: თავის დროზე ოპოზიცია აქტიურ კამპანიას აწარმოებდა სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ უკან დახევა, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას ჰქონდა განსხვავებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ
Next: სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია, ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.